ილია თოფურია, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

თოფურია: ვოლკანოვსკი რეალურ საფრთხეს გაურბის, მე გამირბის

ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომლის სურვილიც უფრო მეტად მას აქვს, ვიდრე ავსტრალიელ მებრძოლს.

თოფურიამ MMA Junkie-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ვოლკანოვსკი მას გაურბის.

„ვოკანოვსკი რეალურ საფრთხეს გაურბის და ის მახაჩევთან მატჩ-რევანშის მიღებას ცდილობს. ის ხვდება, თუ სად არის ნამდვილი საფრთხე და ეს 145 ფუნტის კატეგორიაშია.

ის ფიქრობს, რომ მსუბუქ წონაში ასვლა მისთვის უკეთესი იქნება, რადგან იქ ნაკლები საფრთხე ელის. ვოლკანოვსკი მახაჩევს ეჩხუბა, თუმცა მას განსაკუთრებული ვერაფერი უქნა. ეს იყო უბრალო ჩხუბი, რომელიც არბიტრების გადაწყვეტილებით დასრულდა.

მას იქ დაბრუნება სურს, რადგან ჩემს წინააღმდეგ რეალური საფრთხე ელის. ჩვენი დაპირისპირება დიდი მოვლენა იქნება. ვნახოთ, როგორ მოიქცევა UFC და რას გადაწყვეტს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას MMA-ში 14 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მათგანი მოგებული აქვს. UFC-ში კი ის 2020 წლიდან გამოდის, სადაც 6-დან 6-მოგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ იაირი დაამარცხა, ილიას უნდა ეჩხუბოს“ - სეხუდო ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქეზე
„თუ იაირი დაამარცხა, ილიას უნდა ეჩხუბოს“ - სეხუდო ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქეზე