ილია თოფურია, იაირ როდრიგესი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მეტოქეებს ბრწყინვალედ აკონტროლებს“ | ელ პანტერა ელ მატადორისთვის მზადაა

ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი მომდევნო ბრძოლას ამ უქმეებზე გამართავს და იაირ როდრიგესს დაუპირისპირდება. ბრძოლის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, „ელ პანტერას“ (იაირ როდრიგესის მეტსახელი) ქართველ მებრძოლზე, ილია თოფურიაზე ჰკითხეს და იაირმა „ელ მატადორი“ შეაქო.

„თოფურიამ ჯოშ ემეტთან ბრწყინვალე სამუშაო გასწია და ძალიან ჭკვიანურად იჩხუბა. ბევრი არ გაურისკავს და პატივი სცა მეტოქესა და ძალას, რომლითაც ემეტი გამოირჩევა. ილიას მოწინააღმდეგეების გაკონტროლების ბრწყინვალე უნარი აქვს და შესანიშნავი კრივით გამოირჩევა. მისი კრივი უნაკლოა.

დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, მე და თოფურია ერთმანეთს შევხვდებით. არ მყავს მებრძოლები, რომლებთანაც ჩხუბი სხვებთან ბრძოლას მირჩევნია, მაგრამ მჯერა, ჩვენი გზები ოდესღაც აუცილებლად გადაიკვეთება. ახლა ჩემს გონებაში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს. მინდა, ვოლკანოვსკი დავამარცხო და ჩემპიონი გავხდე“.

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკისა და როდრიგესის ჩხუბი UFC 290-ის მთავარი მოვლენაა. იაირი ილიას ყოფილ მეტოქეს, ჯოშ ემეტს კარგად იცნობს და სატიტულო დაპირისპირება სწორედ მისი დამარცხებით მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ბავშვი მიქაუტაძეს ელოდება“ | მეცის პირველი ამხანაგური მატჩი
„ყველა ბავშვი მიქაუტაძეს ელოდება“ | მეცის პირველი ამხანაგური მატჩი