ადესანია, ილია, გეიჯი და სხვები | კამარუ უსმანმა თოფურია გამოარჩია
კამარუ უსმანი UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი და UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. „ნიგერიელი კოშმარი“ ჩემპიონი 2019 წელს, ტაირონ ვუდლის დამარცხებით გახდა და ტიტული 5-ჯერ დაიცვა, შემდეგ კი ლეონ ედვარდსთან წააგო.
უსმანი UFC 290-ის აწონვების ცერემონიის პარალელურად მიმდინარე გადაცემის სტუმარი იყო და ის მებრძოლები დაასახელა, რომელთა ჩხუბის ყურებაც, მისთვის ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესოა. „ნიგერიელმა კოშმარმა“ ტოპ 5 შემოგვთავაზა, რომელშიც ილია თოფურიაც შეიყვანა და „ელ მატადორი“ მეორე ადგილზე გაიყვანა.
„ილია თოფურია UFC-ში შედარებით ახალი მებრძოლია, მაგრამ მომეცა საშუალება, სპორტდარბაზში მისთვის მეყურებინა და მასთან მესპარინგა. თოფურია ძალიან მაგარია. მისი კომბინაციების შემდეგ, ჩემს თავს ვუთხარი: „ჯანდაბა, ძალიან მაგარი მებრძოლია“.
Kamaru Usman incluye a Ilia Topuria en su TOP 5 de peleadores más emocionantes de ver en UFC #UFC290 pic.twitter.com/fY3aOTYJlv
— Pelunaton (@pelunaton) July 7, 2023
გეტყვით იმასაც, რომ უსმანის რჩეულთა შორის, „ელ მატადორის“ გარდა, ისეთი მებრძოლები მოხვდნენ, როგორებიც ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე, რობ ფონტი და ისრაელ ადესანია არიან.