წონა ჩაბარებულია | UFC 290-ზე მაგარი ბრძოლები გველოდება
8 ივლისს, ლას-ვეგასში UFC-ის მომდევნო ღონისძიება, UFC 290 გაიმართება და ძალიან მაგარი ბრძოლები გველოდება. ტრდიციულად, დღეს, აწონვების ცერემონია ვიხილეთ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის, იაირ როდრიგესს, ბრენდონ მორენოს, ალეშანდრე პანტოჟას, რობერტ უიტეკერსა და დრიკუს დუ პლესის წონის ჩაბარება არ გასჭირვებიათ.
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ვოლკანოვსკი როდრიგესზე ცოტათი მსუბუქია. „ვოლკი“ 65.5 კგ-ს იწონის, „ელ პანტერა“ – 65.7-ს. უსმუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა მორენომ და მისმა მეტოქე პანტოჟამ ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 56.6 კილოგრამი.
The featherweight title main event is official ???? #UFC290 pic.twitter.com/wAZ1ytMPtM
— ESPN MMA (@espnmma) July 7, 2023
გადავინაცვლოთ საშუალო წონით დივიზიონში, სადაც ყოფილი ჩემპიონის, რობერტ უიტეკერის წონა 84.1 კილოგრამია, ხოლო დუ პლესი მასზე ოდნავ მძიმეა - 84.3. ცნობისთვის, UFC 290-ის მთავარი მოვლენა ვოლკანოვსკისა და როდრიგესის ჩხუბია, თანამთავარი მოვლენა - პანტოჟა VS მორენო.
Flyweight champ Brandon Moreno comes in at 125 lbs ???? #UFC290 pic.twitter.com/bWrnbupAlz
— ESPN MMA (@espnmma) July 7, 2023
შეგახსენებთ, რომ UFC 290-ს ილია თოფურიაც დაესწრება. ქართველ მებრძოლს სურს, ვოლკანოვსკის ჩხუბი საკუთარი თვალით იხილოს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონი გამოიწვიოს.