თანამშრომლობა უეფასა და კონმებოლს შორის | მატჩი ტურნირების გამარჯვებულების მონაწილეობით
ევროპული და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანოები, უეფა და კონმებოლი თავიანთი ტურნირების გამარჯვებულებს შორის მატჩებს ჩაატარებენ. დღეს, ოფიციალური განცხადება გავრცელდა და „საკლუბო გამოწვევის“ შექმნის შესახებ გახდა ცნობილი.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ევროპა ლიგისა და კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულები მიიღებენ. პირველი ასეთი მატჩი 19 ივლისს, „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართება და მასში ერთმანეთს „სევილია“ და „ინდეპენდიენტე დელ ვალე“ დაუპირისპირდებიან.
???? ???????????? ????????????????-???????????????????????????????? ???????????????? ????????????????????????????????????!@EuropaLeague winners @SevillaFC will host CONMEBOL @Sudamericana champions @IDV_EC on 19 July!
— UEFA (@UEFA) July 7, 2023
The Club Challenge is part of the expansion of UEFA's expansion of cooperation with CONMEBOL. Learn more: ⬇️
მატჩის სახელი Antonio Puerta XII-ი იქნება. „სევილიას“ ყოფილი ფეხბურთელის პატივსაცემად, რომელიც 2007 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა. შეხვედრა 90 წუთს გაგრძელდება და ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში, თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნება. გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელები სპეციალურ თასსა და მედლებს მიიღებენ.