გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

20-30 მილიონის გადახდას არ აპირებენ | ახალი ინფორმაცია ბაიერნზე და მამარდაზე

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესის ობიექტია. უცხოურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ „რეკორდმაისტერი“ „მამარდას“ გადაბირებას შეეცდებოდა, მაგრამ გერმანულ გრანდს „ღამურებისთვის“ წინადადებით ჯერ არ მიუმართავს.

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა „ბაიერნის“ გეგმებზე დაწერა და გვაუწყა, რომ „რეკორდმაისტერი“ მამარდაშვილს აქტიურად აკვირდება. მიუნხენელთა ტექნიკური დირექტორი, მარკო ნეპე გიორგის აგენტსაც შეხვდა, მაგრამ გერმანელები შეთავაზების გაკეთებას არ ჩქარობენ.

პლეტენბერგის მიხედვით, „ბაიერნს“ „ვალენსიასთან“ შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია და კლუბი არ აპირებს, 20-30 მილიონი ევრო პოტენციური სათადარიგო მეკარის სანაცვლოდ გადაიხადოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანური პრესის ცნობით, „ვალენსიამ“ ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარა და მისთვის მამარდაშვილის გაყიდვა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, „ვალენსია“ მზადაა, 20 მილიონად შეელიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ იაირი დაამარცხა, ილიას უნდა ეჩხუბოს“ - სეხუდო ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქეზე
„თუ იაირი დაამარცხა, ილიას უნდა ეჩხუბოს“ - სეხუდო ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქეზე