გიორგი მამარდაშვილი, მანუელ ნოიერი
Aa
Aa

მამარდას შანსი იზრდება? - მანუელ ნოიერის დაბრუნება გადაიდო

Sky Deutschland-ის ინფორმაციით, მანუელ ნოიერის დაბრუნება გადაიდო. მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის მზადებას შემდეგ კვირაში დაიწყებს, თუმცა 37 წლის გერმანელი მეკარე გუნდურ სავარჯიშო პროცესს ვერ განაახლებს, მას მორიგი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა ნოიერის დაბრუნების სავარაუდო თარიღი.

მაისის დასაწყისში Sky Deutschland-ი იუწყებოდა, რომ ნოიერი მინდორს მაისში დაუბრუნდებოდა, თუმცა მისი დაბრუნების პროცესი გაიწელა.

13 ივლისს „ბაიერნის“ ყველა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, 15 ივლისიდან ტომას ტუხელი გუნდს ტეგერნზეში მოამზადებს, შემდეგ გერმანული გრანდის ფეხბურთელები ტოკიოსა და სინგაპურში გააგრძელებენ მზადებს.

შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილის „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ავტორიტეტული „ინსაიდერის“ ინფორმაციით, მამარდაშვილის გერმანულ გრანდში ტრანსფერი „ვალენსიაზეა“ დამოკიდებული, თუ რა თანხას მოითხოვენ „ღამურები“ ქართველის სანაცვლოდ, რომელიც გასული სეზონიდან გამომდინარე ლა ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

„იან ზომერთან გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით იან ზომერს იმ სატრანსფერო თანხად შეუძლია გუნდის დატოვება, რა თანხის სანაცვლოდაც „ბაიერნმა“ შეიძინა. მიმდინარე კვირაში გაცხადდა, რომ „ბაიერნის“ სიაში მამარდაშვილია. ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანხას მოითხოვს „ვალენსია“.

შეგახსენებთ, როგორც Sky Sport-ის გერმანული ბიურო იუწყება, გერმანული კლუბი ქართველ მეკარეს გრძელვადიან პერსპექტივაში ნოიერის შესაძლო შემცვლელად მოიაზრებს. იან ზომერი და ალექსანდრ ნიუბელი მიუნხენური კლუბიდან წასვლას განიხილავენ, ამ ეტაპისთვის მამარდაშვილის კონკურენტად მხოლოდ ნოიერი მიიჩნევა, რომელმაც გასული წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და მას შემდეგ „ბაიერნს“ ვერ ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ასპექტით ტიპური გერმანელი მეკარეა“ - კანისარესმა მამარდაზე ისაუბრა
„ამ ასპექტით ტიპური გერმანელი მეკარეა“ - კანისარესმა მამარდაზე ისაუბრა