პარი სენ-ჟერმენმა უგარტე შეიძინა | მის სანაცვლოდ 60 მილიონი გადაიხადეს
„პარი სენ-ჟერმენი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. ფრანგულმა გრანდმა „სპორტინგთან“ შეთანხმებას მიაღწია და 22 წლის ნახევარმცველი, მანუელ უგარტე შეიძინა. პსჟ-მ უგარტეს კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა და იგი 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
????✍️
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) July 7, 2023
Le Paris Saint-Germain est ravi d’accueillir Manuel Ugarte au sein de son effectif professionnel à partir de la saison 2023-2024.
Le milieu de terrain uruguayen, qui portera le numéro 4, est lié au club parisien jusqu’au 30 juin 2028.#WelcomeUgarte ????????
„უაღრესად ბედნიერი ვარ, ჩემს კარიერაში ასეთ დიდ ნაბიჯს რომ მივაღწიე და ასეთ დიად კლუბში აღმოვჩნდი. პარი სენ-ჟერმენისთვის ყველაფერს გავიღებ“, - განაცხადა ურუგვაელმა ნახევარმცველმა.
„პარი სენ-ჟერმენის“ გარდა, უგარტეს საკუთარ რიგებში ხილვით „ჩელსი“ ინტერესდებოდა, მაგრამ „არისტოკრატებმა“ მიზანს ვერ მიაღწიეს. 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, „სპორტინგი“ 60 მილიონ ევროს მიიღებს, „პარკ დე პრენსზე“ მისი ანაზღაურება კი 3.4 მილიონი ევრო იქნება.