ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, მიუნხენის ბაიერნი, იან ზომერი
Aa
Aa

ტრანსფერი დამოკიდებულია ვალენსიას მოთხოვნაზე - ფაბრიციო რომანო მამარდაზე

ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილის „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ავტორიტეტული „ინსაიდერის“ ინფორმაციით, მამარდაშვილის გერმანულ გრანდში ტრანსფერი „ვალენსიაზეა“ დამოკიდებული, თუ რა თანხას მოითხოვენ „ღამურები“ ქართველის სანაცვლოდ, რომელიც გასული სეზონიდან გამომდინარე ლა ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

„იან ზომერთან გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით იან ზომერს იმ სატრანსფერო თანხად შეუძლია გუნდის დატოვება, რა თანხის სანაცვლოდაც „ბაიერნმა“ შეიძინა.

მიმდინარე კვირაში გაცხადდა, რომ „ბაიერნის“ სიაში მამარდაშვილია. ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანხას მოითხოვს „ვალენსია“.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ფაბრიციო რომანო წერდა, რომ „რეკორდმაისტერი“ „ღამურებთან“ მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და ტრანსფერის დახურვას შეეცდება, თუმცა, როგორც ჩანს, გერმანულ გრანდს კონკურენტი გამოუჩნდა. რამდენიმე წუთის წინ, ლონდონური გამოცემის, Football London-ის ჟურნალისტმა, ბობი ვინსენტმა, რომელიც „ჩელსისთან“ დაახლოებული პირია, დაწერა, რომ „არისტოკრატები“ მამარდაშვილის ტრანსფერზე ფიქრობენ. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, „ჩელსი“ 22 წლის გოლკიპერს რამდენჯერმე დააკვირდა.

აღნიშნული ცნობები ეწინააღმდეგება რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ლურჯების“ ახალი თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო აპირებს, კეპა არისაბალაგას სრული ნდობა გამოუცხადოს და ძირითადი შემადგენლობის მეკარედ აქციოს. ფაქტია, რომ ბრიტანულ პრესაში „მამარდას“ თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები