ვიტორ როკე
Aa
Aa

ულტიმატუმი - შეთანხმების მიუხედავად ბარსამ შესაძლოა ვიტორ როკე დაკარგოს

„ბარსელონას“ ვიტორ როკეს დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, წინასწარი სატრანსფერო შეთანხმების მიუხედავად, „ბლაუგრანას“ ჯერ საჭირო საბუთები „ატლეტიკო პარანაენსესთვის“ არ გადაუგზავნია.

ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობამ, რომელიც პარტნიორების ასეთი ინერტულობით უკმაყოფილოა, დღეს მათ ულტიმატუმი წაუყენა: ან კატალონიელები ხელმოწერილ დოკუმენტებს ერთ დღეში გაგზავნიან, ან „ატლეტიკო“ დაიწყებს სხვა წინადადებების განხილვას და როკეს სხვა კლუბს მიჰყიდის.

თავდამსხმელის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“, პსჟ და „ტოტენჰემი“ იჩენენ. ისინი მზად არიან გაგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები გარიგების დასადებად და მზად არიან უზრუნველყონ შესაბამისი გარანტიები. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ როკეს სამჯერ მეტი გადაუხადონ, ვიდრე ამჟამად იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი ღირებულებები დავკარგეთ“ - შვაინშტაიგერი გუარდიოლას ადანაშაულებს
„ჩვენი ღირებულებები დავკარგეთ“ - შვაინშტაიგერი გუარდიოლას ადანაშაულებს