„კალათბურთის გარდა არაფერი გვქონდა“ | ბეჟანიშვილი საქართველოსა და ბავშვობაზე
კანადურმა კლუბმა, „ვანკუვერ ბენდითსმა“ ქართველ კალათბურთელს, გიორგი ბეჟანიშვილს ვიდეო მიუძღვნა, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ბეჟანიშვილი სამშობლოზე და გავლილ გზაზე საუბრობს.
Proudly representing Georgia. ????????
— Vancouver Bandits (@vancitybandits) July 6, 2023
At every home game, Giorgi Bezhanishvili hosts a group of fellow Georgians who cheer loud and proud.
Get to know Giorgi B and where he calls home. pic.twitter.com/5vMVN7GU5i
„მე გიორგი ბეჟანიშვილი ვარ. 24 წლის, საქართველოს პატარა ქალაქ რუსთავიდან. საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს და უდიდესი საკალათბურთო კულტურა აქვს. ახლახან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოვიპოვეთ.
კალათბურთს მას შემდეგ ვთამაშობ, რაც თავი მახსოვს. ეს ჩემთვის და რუსთავში მცხოვრები კიდევ ბევრი ბავშვისთვის, გასაქცევ გზას წარმოადგენდა. რთული ბავშვობა გვქონდა, რასაც ომიც დაემატა და ერთადერთი, რაც გაგვაჩნდა, კალათბურთი იყო. მთელი დღე გარეთ ვთამაშობდით და როცა არაფერი გაქვს, სიყვარულისა და სიამოვნების გამო თამაშობ, რაც აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნებაა“, - ამბობს გიორგი.
ცნობისთვის, ბეჟანიშვილი კანადურ კლუბში საშუალოდ 15.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებს.