პეპ გუარდიოლა, ბასტიან შვაინშტაიგერი
Aa
Aa

„ჩვენი ღირებულებები დავკარგეთ“ - შვაინშტაიგერი გუარდიოლას ადანაშაულებს

ბოლო წლებში გერმანული ფეხბურთი კრიზისშია. კლუბები, ეროვნული ნაკრები და ასევე ასაკობრივები.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბასტიან შვაინშტაიგერი თვლის, რომ გერმანული ფეხბურთის დაღმასვლაში ბრალი პეპ გუარდიოლას მიუძღვის.

„როდესაც ის გერმანიაში ჩამოვიდა, მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ მისი სტილის ფეხბურთი უნდა გვეთამაშა - მოკლე პასებზე ორიენტირებული, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ის, რომ ჩვენ ჩვენი ღირებულებები დავკარგეთ. ვფიქრობ, სხვა ქვეყნები ჩვენ ყოველთვის მებრძოლ გუნდად გვთვლიდნენ, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა.

ვფიქრობ, ჩვენ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ის ღირსება დავკარგეთ, რაც გვახასიათებდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ეს უბრალოდ დავივიწყეთ. უფრო მეტად ბურთის ლამაზად გადაცემაზე ვიყავით კონცენტრირებულნი“.

პეპ გუარდიოლამ „ბაიერნში“ 2013-2016 წლებში იმუშავა. ბუნდესლიგას მარტივად და რეკორდული შედეგებით იგებდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე სამივე შემთხვევაში ნახევარფინალიდან გამოვარდა. პეპმა გერმანიაში თავისი ხელწერა მალევე დანერგა, რასაც როგორც ვხედავთ შვაინშტაიგერი მათთვის დიდ შეცდომად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ბოლო 2 სეზონია ჩემპიონთა ლიგას 1/4-ფინალიდან ეთიშება. გერმანიის ნაკრები კი ბოლო 2 მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი: წარმოუდგენელი გრძნობები განვიცადე, როცა მისი სიტყვები გავიგე
ოსიმენი: წარმოუდგენელი გრძნობები განვიცადე, როცა მისი სიტყვები გავიგე