ანდრე ონანა
Aa
Aa

ახალი წინადადება ინტერს | მანჩესტერი ონანას გაფორმებასთან ახლოსაა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დავიდ დე ხეას მემკვიდრეს აქტიურად ეძებს და „წითელი ეშმაკების“ მთავარი სამიზნე ანდრე ონანა გახლავთ. ბრიტანელები „ინტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და როგორც ფაბრიციო რომანო წერს, „ნერაძურის“ ახალი წინადადებით მიმართეს.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის მიხედვით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იტალიელებს ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები მზად არიან, ონანას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ, რასაც 5 მილიონს ოდენობის ბონუსები დაემატება.

რომანოს ინფორმაციით, „ინტერს“ ონანას სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება სურდა, მაგრამ 55-ზეც თანახმა არიან. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და დიდი ალბათობით, ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ იტალიური Sportmediaset-ის მიხედვით, ონანას გაფორმება ერიკ ტენ ჰაგის მოთხოვნაა. ნიდერლანდელ სპეციალისტს 27 წლის მეკარესთან „აიაქსში“ უმუშავია, მისი შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენება და დარწმუნებულია, რომ კამერუნელს შეუძლია, „მანჩესტერის“ საკვანძო ფეხბურთელი გახდეს. „ინტერი“ ონანას სავარაუდო შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავდა, მაგრამ ქართველი მეკარე ეძვირა და სხვა ვარიანტებზე გადაერთო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერები | რეალმა გიულერი გაიფორმა, ასენსიო პსჟ-ში წავიდა
ტრანსფერები | რეალმა გიულერი გაიფორმა, ასენსიო პსჟ-ში წავიდა