მარკოს ასენსიო, არდა გიულერი, სესარ ასპილიკუეტა
Aa
Aa

ტრანსფერები | რეალმა გიულერი გაიფორმა, ასენსიო პსჟ-ში წავიდა

მარკო ასენსიო კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. ფრანგულმა გრანდმა ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ასენსიო პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და პარიზელებს საკუთარი მომავალი 2026 წლის ივნისამდე დაუკავშირა.

ასენსიოს გაფორმებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა მისმა ყოფილმა კლუბმა. „რეალმა“ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, არდა გიულერი გადაიყვანა და 18 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. აქამდე იწერებოდა, რომ „ბლანკოსი“ მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდიდა, რასაც 10 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატებოდა.

სატრანსფერო სიახლე მიიღეს „ჩელსის“ გულშემატკივრებმაც. „არისტოკრატების“ რიგები სესარ ასპილიკუეტამ დატოვა, რომელმაც „ლურჯების“ მაისურით 508 შეხვედრა ჩაატარა და 9 ტიტული მოიგო. გავრცელებული ინფორმაციით, ასპილიკუეტას ახალი კლუბი „ატლეტიკო“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლონდონში პანიკაა | „ტუხელს სურს ჩელსის სატრანსფერო სამიზნე წაართვას“
ლონდონში პანიკაა | „ტუხელს სურს ჩელსის სატრანსფერო სამიზნე წაართვას“