უშანსოდ - ინგლისმა ისრაელს მოუგო და ფინალშია
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ბათუმში ინგლისის ნაკრებმა ისრაელს უშანსოდ 3:0 მოუგო.
ბრიტანელებმა ისევე როგორც ტურნირზე გამართული ყველა მატჩი, ამჯერადაც აუღელვებლად, დამაჯერებლად და გოლგაუშვებლად მოიგეს.
მე-17 წუთზე გიბს-უაითმა პენალტი გააფუჭა, თუმცა ამის შემდეგ 42-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 63-ე წუთზე კოულ პალმერმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 90-ე წუთზე კი ქემერონ არჩერმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლი კარსლის გუნდს 5 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 0 გაშვებული.
2009 წლის შემდეგ, ინგლისმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა პირველად მოახერხა.
England have reached the final of the U21 Euros for the first time since 2009.
— ESPN UK (@ESPNUK) July 5, 2023
They've not conceded a single goal in the run to the final ???? pic.twitter.com/hVrhKwhO6m
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთი და უკრაინა დაუპირისპირდებიან.
აქვე გეტყვით, რომ ფინალური მატჩი 8 ივლისს, ბათუმში გაიმართება.