დუდა სანაძე
Aa
Aa

დუდა სანაძე კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

საქართველო კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას უნგრეთის „ატომერომუსში“ გააგრძელებს.

31 წლის სანაძე უნგრეთის 4-გზის ჩემპიონებს სექტემბერში შეუერთდება.

გასულ სეზონში „ატომერომუსმა“ ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულა. ახალი სეზონიდან კი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებენ.

„მოხარული ვარ „ატომერომუსთან“ კონტრაქტი გავაფორმე. გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.

- ამბობს სანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. გუნდთან ერთად იქნება დუდა სანაძეც. პირველ ეტაპზე ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება თბილისში, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომლითაც ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება.

თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. სიაში ყველა ის კალათბურთელია, რომელიც ნაკრების ჭრილში პერსპექტიულია და შესაძლოა, ეროვნული გუნდი გააძლიეროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მჯერა, რომ ისევ გადაგვარჩინე“ - მარტინესი მესისა და ფინალზე
„არ მჯერა, რომ ისევ გადაგვარჩინე“ - მარტინესი მესისა და ფინალზე