არდა გიულერი
Aa
Aa

რეალმა ბარსას აჯობა - 18 წლის თურქი ტალანტი მადრიდში მიდის

„ფენერბახჩეს“ 18 წლის ტალანტი არდა გიულერი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

შემტევი ნახევარმცველისთვის „სამეფო კლუბმა“ „ბარსელონას“ არდასთვის ბრძოლა მოუგო და ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია.

თურქული გამოცემა A Spor-ი წერს, რომ „რეალს“ გიულერის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდება. ხელშეკრულებაში კი გათვალისწინებული საბონუსე სისტემაც იქნება და სამომავლოდ „ფენერბახჩე“ დამატებით 10 მილიონს მიიღებს.

არდას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 17.5 მილიონი ევროა მითითებული.

თურქული კლუბი გიულერის სამომავლოდ გაყიდვის შემთხვევაში, ტრანსფერიდან მიღებული თანხის 20%-ს მიიღებს.

წყაროს ცნობით, გიულერი მადრიდში ხუთშაბათს ჩავა და კონტრაქტზე ხელს მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ არდა გიულერი „ფენერბახჩეს“ სკოლის აღზრდილია. მან პირველ გუნდში პირველად 2021 წელს ითამაშა. მის ანგარიშზე ამჟამად 51 მატჩში 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელაიფი: “შეუძლებელია, მბაპე უფასოდ ვერ წავა“
ხელაიფი: “შეუძლებელია, მბაპე უფასოდ ვერ წავა“