პარი სენ ჟერმენი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა“ - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი

„პარი სენ ჟერმენმა“ კრისტოფერ გალტიე გაათავისუფლა და მის ნაცვლად ლუს ენრიკე დანიშნა. ფრანგულმა გუნდმა ესპანელი სპეციალისტი დღეს წარადგინა, რომელმაც ცერემონიის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ენრიკემ?

„პირველ რიგში მადლობას ვუხდი გუნდის ხელმძღვანელობას ამ ნდობის გამოცხადებისთვის. აქ ყოფნა ძალიან მიხარია. სამწუხაროდ, ფრანგულად ჯერ ვერ ვსაუბრობ, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი. რაც შეეხება ჩემს სათამაშო სტილს, ალბათ ყველამ იცით, რომ შეტევა მიყვარს, მაგრამ პრიორიტეტი ისეთი ფეხბურთის თამაშია, რომელიც პსჟ-ს წარმატებას მოუტანს.

ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. ზოგადად, წნეხის ქვეშ თამაში მომწონს. არაფერს ნიშნავს, რომ ჩვენს რომელიმე მეტოქეს შესაძლოა ჩვენზე მეტი გამოცდილება ჰქონდეს. მე დიდი გამოცდის წინაშე ვდგავარ და სრულიად მზად ვარ. მე მაქვს მკაფიო გეგმა, რომელსაც ზედმიწევნით შევასრულებ. ფეხბურთელებთან შეხვედრა? რამდენიმეს შევხვდი, მაგრამ მთლიანად გუნდს ჯერ არა.“

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს „ბარსელონა ბ-ში“ დაიწყო. 2011/12 წლებში „რომას“ წვრთნიდა, 2013/14-ში კი „სელტას“. 2014/17 წლებში კი მისი კარიერის საუკეთესო ეტაპი „ბარსას“ პირველი გუნდის ჩაბარება იყო. უკანასკნელად ლუჩო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და 2022 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ, გაათავისუფლეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს - სერხიო რიკო თავს კარგად გრძნობს
ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს - სერხიო რიკო თავს კარგად გრძნობს