ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

„არ მჯერა, რომ ისევ გადაგვარჩინე“ - მარტინესი მესისა და ფინალზე

ემილიანო მარტინესმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ემოციები და ფინალში ლეო მესისთან საუბარი გაიხსენა.

„1-2 საუდის არაბეთთან - ეს იყო ჩემი პირველი მარცხი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ცოტა სევდიანი ვიყავი. მაგრამ ჩვენს გუნდს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი ჰყავდა.

როდესაც მეოთხედფინალში ნიდერლანდები დავამარცხეთ, ვიცოდით, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა. თამაში პენალტების სერიამდე მივიდა და ჩემს თავს ვენდე, რადგან მიჩვეული ვარ.

საფრანგეთთან ფინალის წინა ღამეს ფსიქოლოგიურად ვივარჯიშე. მე ეს გავაკეთე (დამრტყმელთა ყურადღების გადატანა), რათა ქაოსი შემექმნა და ამან იმუშავა. ფიფამ წესები შეცვალა, მაგრამ ჩვენ უკვე მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი (იღიმის).

პენალტების შემდეგ მესი მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა: „არ მჯერა, რომ ისევ გადაგვარჩინე". როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ამას გეუბნება, ეს დაუჯერებელია“,

- განაცხადა მარტინესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bild: კეინი ტუხელს ესაუბრა, ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა
Bild: კეინი ტუხელს ესაუბრა, ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა