ხოჭოლავამ ოპერაცია გაიკეთა - წინ მძიმე სარეაბილიტაციო კურსია
როგორც მოგეხსენებათ, დავით ხოჭოლავას ოპერაცია სჭირდებოდა, რომელიც დღეს ჩაიტარა. ყველაფერი კარგად დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოპენჰაგენის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს და ამავდროულად გუნდის ექიმის კომენტარსაც გვთავაზობს.
რა თქვა ჯეიკობ ნისტრაფმა?
„დავითი პირველი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ მას მეორე ფეხის მუხლზეც დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ოპერაცია ახლა ჩაგვეტარებინა, რათა მომავალში უფრო დიდი რისკი თავიდან აგვეცილებინა. ოპერაციამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. ახლა ხოჭოლავამ უნდა დაისვენოს და რეაბილიტაციის კურსი გაიაროს.
რა თქმა უნდა, დავითისთვისაც და ჩვენთვისაც სამწუხაროა, რომ დიდებული დაბრუნების შემდეგ, ოპერაცია ისევ დასჭირდა. ჩვენ ვიცით, რომ ის ძლიერი ადამიანია, რომელიც კვლავ დაბრუნდება, მაგრამ ახლა ეს სარეაბილიტაციო კურსი მისთვის მძიმე იქნება.“
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი დანიურ კლუბში 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 2021 წლიდან დრემდე, ხოჭოლავამ „კოპენჰაგენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 61-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.