ხელაიფი: “შეუძლებელია, მბაპე უფასოდ ვერ წავა“
სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და კილიან მბაპე კვლავ აქტუალურია. ფრანგ სუპერვარსკვლავს პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს.
რა თქმა უნდა, ეს საკითხი პარიზში არ მოსწონთ და კილიანის უფასოდ გაშვება არ სურთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ფრანგული გუნდის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა ისაუბრა.
ხელაიფი:
„არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ მბაპე 2024 წელს უფასოდ წავიდეს. ჩვენი პოზიცია ნათელია. თუ კილიანს დარჩენა სურს, ამას მივესალმებით, მაგრამ მას ახალი კონტრაქტი დასჭირდება. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა უფასოდ არ გვსურს! ეს შეუძლებელია!“
???? Al Khelaifi on Mbappé: “We do NOT want him to leave for free in 2024”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 5, 2023
“Our position is clear. If Kylian wants to stay, we want him to stay. But he needs to sign a new contract”.
“We don’t want to lose the best player in the world for free, it’s impossible”. pic.twitter.com/2n53QcOSLg
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, არის შანსი, რომ კილიანი საფრანგეთის დედაქალაქიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს. ამ სიტუაციით სარგებლობას კი მადრიდის „რეალი“ ცდილობს.