პსჟ, სერხიო რიკო
Aa
Aa

ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს - სერხიო რიკო თავს კარგად გრძნობს

„პარი სენ ჟერმენის“ ბანაკიდან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. სერხიო რიკოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ესპანელი მეკარის მეუღლე ადასტურებს.

რა თქვა ალბა სილვამ?

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სერხიო ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. ახლა მასთან ყოფნა 24 საათის განმავლობაში შეგვიძლია. ჩემი მეუღლე ახლა კარგ ხასიათზეა.“

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 29 მაისს ესპანეთში, პატარა ქალაქის, ელ როკიოს მახლობლად მოხდა. რიკო ცხენით ჯირითობდა, რა დროსაც მის ცხენს სხვა ცხენი დაეჯახა. Footmercato-ს მიხედვით, მან გადმოვარდნის შედეგად, დაზიანებები თავისა და კისრის არეში მიიღო.

ცნობისთვის, რიკო „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. რამდენიმე საათის წინ, როცა საფრანგეთის პროფესიულ ფეხბურთელთა ეროვნულმა კავშირმა სეზონის საუკეთესოები გამოავლინა და ლიგა 1-ში კილიან მბაპე გამოარჩია, ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლა თანაგუნდელის მხარდაჭერით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრძოლა მორატასთვის - მილანი და ალ ეტიფაქი ტრანსფერზე მუშაობენ
ბრძოლა მორატასთვის - მილანი და ალ ეტიფაქი ტრანსფერზე მუშაობენ