ჰარი კეინი
Aa
Aa

Bild: კეინი ტუხელს ესაუბრა, ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, რომ ჰარი კეინმა თავისი მომავალი ტომას ტუხელთან განიხილა.

წყაროს ცნობით, საუბარი შედგა და კეინმა მის კარიერაში ამჟამად მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაასახელა, რაც „ბაიერნთან“ ერთად გაცილებით რეალური მისაღწევი იქნება.

Bild-ის ცნობით, კეინისა და „ბაიერნის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ფეხბურთელის სახლში შედგა. ტუხელთან საუბარმა კეინზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ინგლისელმა მწვრთნელი დაარწმუნა, რომ „რეკორდმაისტერში“ გადასასვლელად მზადაა.

კეინმა განმარტა, რომ მას მომავალ წლებში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. ჰარის თქმით, მისთვის ეს მიზანი ფულზე უფრო მნიშვნელოვანია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ბაიერნი“ 93 მილიონი ევროს სატრანსფერო შეთავაზებას ამზადებს, თუმცა „ტოტენჰემი“ მის უარყოფას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზღაპრის ბოლო კეთილია? ყველაფერი U21-ზე და დაუსრულებელი აჟიოტაჟი | ც9
ზღაპრის ბოლო კეთილია? ყველაფერი U21-ზე და დაუსრულებელი აჟიოტაჟი | ც9