იუვენტუსი, კრისტიანო ჯუნტოლი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალეგრის და ჯუნტოლის პრიორიტეტი მილინკოვიჩ-სავიჩია

იტალიური მედიის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი და კრისტიანო ჯუნტოლი შეთანხმდნენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მთავარი პრიორიტეტი ნახევარდაცვის გაძლიერება იქნება.

იუვეს მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირებას შეეცდებიან, მაგრამ იქამდე ტურინულმა გრანდმა გაყიდვებზე უნდა იზრუნოს. „ბებერ ქალბატონიდან“ აბარგების ერთ-ერთი კანდიდატი ვესტონ მაკკინია.

Football Italia-ს ცნობით, ტურინში ფიქრობენ, რომ „ლაციოს“ მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო სულ მალე შემცირდება, თუმცა სერგეის აგენტის მიერ მოთხოვნილი საკომისიო შესაძლოა იუვესთვის პრობლემა აღმოჩნდეს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ტრანსფერების გაკეთებამდე „ბიანკონერიმ“ გაყიდვებზე უნდა იზრუნოს. გავრცელებული ინფორმაციით, „ვესტ ჰემს“ დენის ზაქარიას ყიდვა სურს. „იუვენტუსი“ კი მაკკინის, არტურის და ალექს სანდროს გასხვისებას აპირებს.

ცნობისთვის, ტურინელებს მაღალი დონის ფეხბურთელების მოყვანა გაუჭირდებათ, რადგან მომავალ სეზონში იუვე კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. ამის მიზეზი კი გასულ სეზონში ჩამორთმეული ქულებია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეისონ მაუნტი - მანჩესტერ იუნაიტედის ახალი “შვიდიანი“
მეისონ მაუნტი - მანჩესტერ იუნაიტედის ახალი “შვიდიანი“