დანი ალვეში
Aa
Aa

„ორჯერ ვკითხე მოსწონდა თუ არა“ | დანი ალვეშის ჩვენება

„ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს, დანი ალვეშს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ და 23 წლის გოგონას გაუპატიურების გამო, 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ესპანურმა გამოცემამ, Cuatro-მ ალვეშის ჩვენების აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ბრაზილიელმა სასამართლოს მისცა.

„როცა საპირფარეშოში შევედით, ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. მაკოცა და შარვლის გახდა დამიწყო. არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ორივე ჩვენგანს არ ნდომებია და მის მიმართ უპატივცემულობა არასდროს გამომიჩენია.

ღამის კლუბში შესვლის შემდეგ, მეექვსე მაგიდასთან მიგვიყვანეს. ჩემს მეგობარს, ბრუნოს ველაპარაკებოდი და ჟესტის გამოყენებით მიმტანს მივმართე, რომელმაც ჩვენს მაგიდასთან სამი გოგონა მიიწვია. გავერთეთ და ერთმანეთისადმი სექსუალური ლტოლვა მალევე გაგვიჩნდა. საპირფარეშოში, მან უნიტაზზე დამაჯინა და ჩემთან ინტიმური კავშირით დაკავდა. ორჯერ ვკითხე მოსწონდა თუ არა და ორივეჯერ დადებითად მიპასუხა“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ალვეშის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ამბობს, რომ მისი სინდისი სუფთაა. ბრაზილიელის თქმით, ინტიმური კავშირი ორმხრივი იყო და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 ივლისის სატრანსფერო ზონა
5 ივლისის სატრანსფერო ზონა