გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„იდეალური გარემარბი 4-3-3 სათამაშო სქემისთვის“ - Calciomercato კვერნაძეზე

იტალიურმა გამოცემამ, Calciomercato-მ სერია A-ში ახლად დაბრუნებული „ფროზინონეს“ სატრანსფერო პოლიტიკას სტატია მიუძღვნა. როგორც მოგეხსენებათ, იტალიურმა კლუბმა რამდენიმე საათის წინ გიორგი კვერნაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და Calciomercato-ს ყურადღების ცენტრში ქართველი ფეხბურთელიც მოექცა.

„გიორგი კვერნაძე პერსპექტიული გარემარბია, რომელიც მზადაა, ხვიჩა კვარაცხელიას ნაბიჯებს გაუყვეს და იტალიური ფეხბურთი მოაჯადოოს. კვერნაძე 2003 წელს დაბადებული მოთამაშეა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. იგი ფროზინონეში იჯარის წესით გადავიდა და კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.

კვერნაძე სისწრაფით გამოირჩევა, ერთი-ერთზე სათამაშოდ საჭირო მნიშვნელოვანი უნარები აქვს და შეუძლია, მეურვე მარტივად ჩამოიშოროს. ამასთან, ბრწყინვალე დარტყმა აქვს და მარჯვენა ფეხით განხორციელებული ძლიერი გასროლით მიზანს აღწევს ხოლმე. იგი 4-3-3 სათამაშო სქემისთვის იდეალური გარემარბია, რომელიც ყოველთვის რიცხობრივი უპირატესობის შექმნაზეა ორიენტირებული და ფროზინონეს ხელმძღვანელობა სწორედ ამით მოხიბლა“, - წერს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძის დებიუტი სავარაუდოდ „ნაპოლის“ წინააღმდეგ შედგება, რომელსაც „ფროზინონე“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „დი ლორენცო თანამედროვე ფეხბურთია. კვარამ დაცვას უნდა მოუმატოს“
სპალეტი: „დი ლორენცო თანამედროვე ფეხბურთია. კვარამ დაცვას უნდა მოუმატოს“