მეისონ მაუნტი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედი გაძლიერდა | მაუნტი წითელი ეშმაკი გახდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მეისონ მაუნტით გაძლიერდა. რამდენიმე წუთის წინ, „წითელმა ეშმაკებმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნეს და გულშემატკივრებს მაუნტის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად აუწყეს.

აქამდე იწერებოდა, რომ 24 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერს“ 50 მილიონი ევრო დაუჯდათ და ბონუსებით, თანხა 60 მილიონამდე გაიზრდებოდა. მაუნტის ტრანსფერი „წითელი ეშმაკებისთვის“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი გარიგებაა.

შეგახსენებთ, რომ მაუნტი „ჩელსის“ სკოლის აღზრდილია. იჯარის წესით მას სხვადასხვა დროს „ვიტესსა“ და „დერბი ქაუნთში“ უთამაშია. „ლურჯების“ რიგებში კი ჯამში მის ანგარიშზე 195 მატჩი, 33 გოლი და 37 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიე გაუშვა
ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიე გაუშვა