გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი
Aa
Aa

კონტრაქტი გაახანგრძლივა - გველესიანი კვლავ პერსეპოლისში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა ირანურ „პერსეპოლისთან“ ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, 32 წლის ცენტრალური მცველი შემდეგ სეზონშიც ამ კლუბის ღირსებას დაიცავს. 

გველესიანი 2022 წლის ზაფხულიდან „პერსეპოლისის“ ფეხბურთელია. გასულ სეზონში ირანის ჩემპიონი, თასის მფლობელი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ამ გუნდის რიგებში 33 მატჩში 10 გოლი შეაგდო.

2017 წლიდან გველესიანი ირანის ჩემპიონატში თამაშობს, „პერსეპოლისის“ გარდა შემდეგ ირანულ კლუბებში უასპარეზია: „ზობ აჰანი“ (2017-18), „ნასაჯი“ (2018-19), „სეპაჰანი“ (2019-22). ირანული კლუბების გარდა მხოლოდ თბილისის „დინამოში“ უთამაშია (2010-17).

გასულ თვეში ვილი სანიოლმა გიორგი გველესიანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, თუმცა გველესიანს ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები