დილა, თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

დრამატული ფინალი - თბილისის დინამო სუპერ თასის გამარჯვებულია

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერ თასის ფინალში ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში ბათუმის „დინამო“ 3:4 დამარცხდა, თბილისის „დინამო“ ახალი ფორმატით ჩატარებული სუპერ თასის გამარჯვებულია.

ანგარიში ჯოვინო ფლამარიონმა 25-ე წუთზე გახსნა. გია გეგუჩაძის გუნდმა ბრწყინვალე კომბინაცია განახორციელა, ლიტვინენკოს საგოლე პასით ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ დარჩა და დაბალ კუთხეში გაიტანა.

77-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა გაბრიელ სიგუამ გაათანაბრა, მისი გოლი გიორგი მოისწრაფიშვილის მიერ შესრულებულ კუთხურს მოჰყვა.

პენალტების სერია: 0:0 კობახიძე (მეკარე ლორიამ აუღო), 0:0 სხირტლაძე (ააცილა), 1:0 მამუჩაშვილი, 1:0 კამარა (მეკარე ჩიჩკანმა აუღო), 2:0 ზარია, 2:1 ხარაიშვილი, 2:1 მოსიაშვილი (ხარიხას გაარტყა), 2:2 მოისწრაფიშვილი, 3:2 ფლამარიონი, 3:3 მაისურაძე, 3:3 ხარებავა (ძელს გაარტყა), 3:4 სიგუა

საქართველოს სუპერ თასის მესამე მატჩისთვის შეხვედრა ქუთაისის „ტორპედომ“ მოიგო. „ტორპედო“ - „დილას“ მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში იმერულმა გუნდმა 5:4 გაიმარჯვა.

პენალტების სერია: 0:1 ჩიტეიშვილი, 0:1 ნადარაია (მეკარე კუჩერენკომ აუღო), 0:2 თევზაძე, 1:2 გიგაური, 1:2 სერგო კუხიანიძე (ააცილა), 2:2 ქობულაძე, 2:3 ანდრონიკაშვილი, 3:3 კაბალერო, 3:3 ვანდერსონი (მეკარე კლიაიჩმა აუღო), 3:3 არაბიძე (მეკარემ აუღო), 3:4 გეილი, 4:4 სანდოხაძე, 4:4 ეტოუ (ბურთი ძელს გაარტყა), 5:4 შერგელაშვილი 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები