თბილისის დინამო, ჩისკო მუნიოსი
Aa
Aa

ჩისკო ინგლისში დაბრუნდა - კვლავ ჩემპიონშიფში იმუშავებს

თბილისის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ნისლიან ალბიონზე დაბრუნდა, „შეფილდ უენსდის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. გასულ სეზონში „შეფილდ უენსდი“ რანგით მესამე ლიგიდან ჩემპიონშიფში აღზევდა. ასე რომ, ესპანელი მწვრთნელი კვლავ საკმაოდ მაღალ დონეზე იმუშავებს.

2020-21 წლების სეზონში ჩისკოს გაწვრთნილი „უოტფორდი“ პრემიერ ლიგაში აღზევდა, ეს ჩისკოს კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა. აღსანიშნავია რომ 2021 წლის მარტში ჩემპიონშიფის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. პრემიერ ლიგაში ჩისკოს ხელმძღვანელობით „უოტფორდმა“ 7 მატჩი ჩაატარა: 2 მოგება, 1 ფრე, 4 მარცხი.

„უოტფორდიდან“ წამოსვლის შემდეგ ლა ლიგა 2-ის „უესკასა“ (2021-22) და კვიპროსულ „ანორთოსისს“ (2022-23) წვრთნიდა, თუმცა აღნიშნულ კლუბებში მისი მუშაობა წარმატებული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, 2011-14 წლებში ჩისკო თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო, კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი (2021-13, 2013-14), საქართველოს თასისა (2012-13, 2013-14) და სუპერთასის (2014) მფლობელი გახდა. შემდგომში „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში საქართველოს ჩემპიონატი ორჯერ მოიგო (2019, 2020).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები