კონტრაქტს ხელი მოაწერა - ვიტორ როკე ბარსელონას ფეხბურთელია
დიდი ხანია კატალონიის „ბარსელონას“ ბრაზილიელი ტალანტის ვიტორ როკეს გადაბირება სურს. რამდენიმე კვირის წინ, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „ბლაუგრანა“ როკეს პირად დეტალებზე შეუთანხმდა.
დღეს კი გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ადასტურებს, რომ მხარეებს შორის ყველაფერი მოგვარებულია. ასევე, მხარეებმა დოკუმენტებს ხელი მოაწერეს. „ბარსელონას“ სურვილია, რომ როკე 2024 წლის იანვარში გუნდს შეუერთდეს.
აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ მოლაპარაკებას ბარსას ყოფილი ფეხბურთელი დეკუ აწარმოებდა. სატრანსფერო ღირებულება კი 35 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, 18 წლის თავდამსხმელი „ატლეტიკო პარანაენსეში“ 2022 წლიდან თამაშობს. დღემდე როკემ ყველა ტურნირზე ერთად 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.