ბაიერნი, ნაპოლი, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება დაინიშნა - კიმი ბაიერნთან ერთ ნაბიჯშია

ახალი არავისთვის არის, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ კიმ მინ-ჯეს გადაბირება სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

გასულ კვირას, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ.

დღეს კი რომანო განახლებულ ინფორმაციას გვაწვდის. ვიგებთ, რომ სამხრეთ კორეელი მცველის სამედიცინო შემოწმება ოთხშაბათს ჩაინიშნა. ახლა მხოლოდ კიმის კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედებაა საჭირო, რომლის მიხედვითაც „ბაიერნი“ გამოსასყიდ თანხას გადაიხდის. ეს ყველაფერი კი მიმდინარე კვირაში მოხდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კიმს ნეაპოლურ კლუბში კონატე, კილმანი ან ლე ნორმანი ჩაანაცვლებს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ მილიონს დახარჯავს აურელიო დე ლაურენტისი.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი „ნაპოლის“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან „პარტენოპეის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 45-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაინგოლანი ნაპოლის ახალ თავკაცზე: „მისი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაა“
ნაინგოლანი ნაპოლის ახალ თავკაცზე: „მისი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაა“