ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რაჯა ნაინგოლანი, რუდი გარსია
Aa
Aa

ნაინგოლანი ნაპოლის ახალ თავკაცზე: „მისი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაა“

„რომას“ „კალიარისა“ და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რაჯა ნაინგოლანმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ბელგიელ ნახევარმცველს „პარტენოპეის“ ახალ თავკაცზე, რუდი გარსიაზე ჰკითხეს, რომელიც მას „რომაში“ წვრთნიდა და ნაინგოლანმა განაცხადა, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრები „ნაპოლის“ ფეხბურთით სიამოვნებას მიიღებენ.

„გარსია შესანიშნავი ადამიანი და ნამდვილი ჯენტლმენია. არ ვიცი, ნაპოლი უკეთ იასპარეზებს თუ არა, მაგრამ აუცილებლად გაერთობიან. რუდი ყველა ფეხბურთელს თავს უკეთ აგრძნობინებს და პრობლემა არავისთან აქვს. სპალეტისა და გარსიას შორის არსებული მსგავსებები? იმ გუნდში გადასვლა, რომელმაც სკუდეტო მოიგო და უკეთესი ფეხბურთის ჩვენება მარტივი არაა. ნაპოლიში მუშაობა რუდისთვის კარგი გამოწვევა იქნება.

ვინ იქნება ნაპოლის ჟერვინიო? არ ვიცი, ჩვენ შეტევაში ძალიან სწრაფი ფეხბურთელები გვყავდა და რამის თქმა რთულია. მარსელში მან კარგი სამუშაო გასწია, ბოლო წლებში კი საუდის არაბეთში მუშაობდა და წარმოდგენა არ მაქვს, რას ველოდო. ვიცი, რომ მისი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის თამაში იქნება.

კვარაცხელიასა და ოსიმენის დარჩენის შემთხვევაში, შეძლებს, ნაპოლი სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოგებას? რთული სათქმელია. ნაპოლი ძლიერი გუნდია, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ხვიჩა და ოსიმენი საჩემპიონო სვლის მთავარი შემოქმედები იქნებოდნენ. მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩემპიონის სტატუსის მეორე სეზონში დამტკიცება ძნელია, მაგრამ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული“.

შეგახსენებთ, რომ  „კვარას“ „ნაპოლი“ პირველ შეკრებას დიმაროში, 14-დან 25 ივლისამდე გაივლის. 28 ივლისს, „კვარა“ და კომპანია კასტელ დი სანგროში გადაინაცვლებენ და იქ 12 აგვისტომდე დარჩებიან. „პარტენოპეი“ ამხანაგურ მატჩებს გამართავს და ნეაპოლელთა მეტოქეების ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერმანული გრანდის ინტერესი | მამარდაშვილს ახალი მსურველი ჰყავს
გერმანული გრანდის ინტერესი | მამარდაშვილს ახალი მსურველი ჰყავს