„როდესაც აქ პირველად ჩამოვედი ახალგაზრდა ვიყავი, რომელსაც შვილები არ ჰყავდა და ბევრი ოცნება ჰქონდა, მაგრამ აქაურობას 7 წლის შემდეგ ვტოვებ, როგორც მამა, რომელმაც ყველა ოცნება აისრულა.
დღევანდელი დღე მწარეა. დამშვიდობება არასდროს არის ადვილი, მაგრამ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ეს უფრო რთულია.. როდესაც ბიჭებისთვის ამის თქმა დავაპირე ძალიან ემოციური ვიყავი. ყველა მომენატრება.. ბედნიერი ვარ, რადგან აქ ჩემი სამუშაო შევასრულე და მივდივარ ტრიპლეტის მოგების შემდეგ.. ეს ცოტა სიმშვიდის საშუალებას მაძლევს..
საოცარია, რასაც მივაღწიეთ. 5 პრემიერ ლიგის ტიტული ჩემს 7-წლიან მანჩესტერულ კარიერაში. ორი Fa Cup და რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგა.. ყველაზე მეტად ის განცდა მემახსოვრება, რომელიც გუნდში ამ სეზონში გვქონდა..
მე, როგორც წესი, თავშეკავებული ადამიანი ვარ და ურთიერთობაში გასახსნელად დრო მჭირდება. მაგრამ ამ გუნდში ყველაზე მთავარი ის იყო, რომ თავს ყველა კომფორტულად ვგრძნობდით. ერთმანეთს ბევრს ვეხუმრებოდით. განსაკუთრებით კი ამას რუბენ დიაშთან ვაკეთებდი. ვარჯიშებზე, როდესაც ტექნიკის დემონსტრირებას ვახდენდი ზიდანს მეძახდნენ..
ხანდახან ვამბობდი: „არა, არა დღეს მე პირლო ვიყავი, ხვალ ისევ ზიზუ გავხდები..“
ყოველდღე ვიცინოდით და ეს ფეხბურთში იშვიათია.. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე მეტად იმან განაპირობა, რომ ფეხბურთელები ერთმანეთთან ოჯახებითაც კი ვმეგობრობდით..
ჩემთვის, ჩემპიონთა ლიგა ბოლო 10 წლის განმავლობაში აკვიატება იყო. როდესაც 2013 წელს „დორტმუნდმა“ ფინალი „ბაიერნთან“ წააგო განადგურებული ვიყავი. ფინალის წაგების ემოციას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. მას შემდეგ, ჩემს კარიერაში მიღებული ყველა გადაწყვეტილება ამ თასის აწევას ეხებოდა..
აქ სწორედ ამიტომ მოვედი და როდესაც 2 წლის წინ „ჩელსისთან“ წავაგეთ, კიდევ ერთხელ გავნადგურდი.. ამის შემდეგ კიდევ ერთი იმედგაცრუება იყო. „ეტიჰადზე“ პეპ გუარდიოლამ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დამტოვა და ძალიან ვინერვიულე.. თამაში ისე მინდოდა, როგორც არასდროს..
ამ სეზონში რაღაც შეიცვალა. კვირიდან კვირამდე ვგრძნობდით, რომ ყველაფრის მოგება შეგვეძლო. მაშინაც კი, როცა „არსენალს“ 10 ქულით ჩამოვრჩებოდით, ვიცოდი, რომ პრემიერ ლიგას მაინც ჩვენ მოვიგებდით.. ერლინგ ჰოლანდის დამატებამ ძალიან დიდი უპირატესობა მოგვცა..
მინდა გითხრათ, რომ მედია ჯეკ გრილიშს გულშემატკივრებს არასწორად აცნობს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. მისთვის მასში გადახდილი სატრანსფერო ღირებულება დიდი წნეხი იყო. ასე რომ, გრილიშის წარმატებამ ორმაგად გამახარა..
სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი რას ველოდი ერლინგ ჰოლანდისგან. როცა გავიცანი, ძალიან გამიკვირდა.. როგორ შეიძლება ვინმე ასეთი ნიჭიერი იყოს? ყველაზე მაგარი იცით რა არის? მას გამუდმებით სურს, რომ უკეთესი გახდეს. ის არასდროს არის კმაყოფილი.. ვგრძნობ, რომ მისთვის საზღვრები არ არსებობს..
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემს პირად ცხოვრებაზე დიდი გავლენა და შთაბეჭდილება მოახდინა, სტეფან ორტეგა იყო.. ჩვენი მეორე მეკარე.. როგორც გერმანელებს, ჩვენ ბევრი რამ გვქონდა საერთო. ის გახსნაში ძალიან დამეხმარა!! ამ სეზონში დე ბრუინთანაც უფრო დავახლოვდი. ვგრძნობდი, რომ მასთან ნებისმიერ თემაზე შეიძლებოდა საუბარი. საოცარი ფუფუნებაა, როცა იცი, რომ თანაგუნდელებს შეგიძლია უსიტყვოდ ენდო..
საბოლოო ჯამში, ისეთი შემადგენლობა გვყავდა, რომ ჩვენი დამარცხება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამან კი დიდი თავდაჯერება შეგვმატა. როდესაც თანაგუნდელს ასე ენდობი თამაში ადვილი ხდება. შესაძლოა სწორედ ამიტომ გავიტანე ამდენი გადამწყვეტი გოლი.
მთელი ეს სეზონი ფილმს ჰგავდა. მაგრამ არა მგონია, უკეთეს დასასრულზე ვიოცნებო, ვიდრე ფინალი სტამბოლში. ეს გარკვეულწილად ჩემი და ჩემი ოჯახის სამშობლოში დაბრუნებას ჰგავდა.. როდესაც თვითმფრინავი თურქეთში დაეშვა მივხვდი, რომ „სიტის“ კაპიტანი ბაბუის სამშობლოში ჩავიდა..
ავტობუსში სკოტ კარსონის გვერდით აღმოვჩნდი და გახსოვთ ვინ არის ის? სკოტი 2005 წელს „მილანის“ წინააღმდეგ იმ დიდებულ ფინალში განაცხადში იყო.
მან თქვა: „არ ინერვიულო.. რამდენჯერაც სტამბოლში ჩამოვედი ჩემპიონთა ლიგა მოვიგე..“
პრობლემა ის იყო, რომ ფინალი დანიშნულ დროზე გვიან დაიწყო. ჩვენ სასტუმროში ვიჯექით და ფიქრისთვის ძალიან ბევრი დრო გვქონდა. მახსოვს, ტელეფონი გავთიშე, რადგან შეტყობინებების წაკითხვა არ მინდოდა. დაძინებაც კი არ შემეძლო.. ისე ვნერვიულობდი, რომ გონებაში ალბათ ფინალი 500-ჯერ მაინც ვითამაშე.
ერთი რამ, რაც კარგად დამამახსოვრდა პეპ გუარდიოლას სიტყვები იყო. მან მთხოვა, რომ კაილ უოკერთან და სხვა ფეხბურთელებთან მესაუბრა. კაილი ძირითად შემადგენლობაში არ იწყებდა და ეს მას ცოტა ანერვიულებდა..
მახსოვს უოკერმა თქვა: „ილქაი, ეს ჩემი ოცნებაა. გადი სტადიონზე და ჩემს მაგივრად აიხდინე.“
მატჩზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ჩვენ იდეალურად არ გვითამაშია, ეს უნდა ვაღიარო.. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ცოტა ვყოყმანობდით, მაგრამ ვიპოვეთ გამარჯვების გზა, როგორც ამას ყველა ჩემპიონი აკეთებს..
მახსოვს, როდესაც მსაჯმა თამაში დაასრულა მუხლებზე დავეცი და თავი ბალახში ჩავრგე. ყველაფრის გონებაში გადამუშავებას ვცდილობდი. ადგომისას პირველი, რაც დავინახე „ინტერის“ ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც ტიროდნენ.. ეს გრძნობა კარგად ვიცი.. ამიტომ, მივედი მათთან და ვუთხარი, რომ ამ სეზონით ეამაყათ და ბრძოლა გაეგრძელებინათ. ფინალის დროს ზღვარი ძალიან მცირეა. ადვილად შეიძლებოდა სხვა გზით წასულიყო..
წარუმატებლობის წლები არის ის, რაც გამარჯვებას ასე ტკბილს ხდის..
მახსოვს, მოედნის მეორე ბოლოში ბიჭებთან მივედი და სტეფანი პირველი ადამიანი იყო, ვინც დავინახე. დიდხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს და სწორედ მაშინ დამემართა ის მომენტი. ტირილი დავიწყე. მანაც ტირილი დაიწყო. ეს ისეთი მძაფრი ბედნიერების და უდიდესი შვების გრძნობა იყო..
მხოლოდ პეპს შეეძლო ეთქვა: „ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ ეს შევძელით..“
ჩემს ოჯახთან მივედი და მათ მიხრეს: „შენ ეს შეძელი, შენ ეს გააკეთე..“
Მაგრამ არა. ზუსტად ისე იყო, როგორც პეპმა თქვა. Ჩვენ ეს შევძელით..
ყველა ოცნების უკან ოჯახი დგას და ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მოთამაშე. ჩემი მშობლები ბევრს შრომობდნენ, რომ მე ყველაფერი მქონოდა. მამა ლუდის კომპანიაში მძღოლი იყო, ხოლო დედა საცურაო აუზის კაფის მზარეული. ბაბუაჩემი გერმანიაში პირველად მაღაროში დასაქმდა. ჩემპიონის რანგში, გიუნდოგანის გვარით მსოფლიოს წინაშე დგომა დიდი ემოცია იყო..
უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი პეპის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. არის მომენტები, როცა ის იმდენად მომთხოვნია, რომ გონებრივად ძალიან გვიჭირს, მაგრამ მისი სისტემა იმდენად ეფექტურია, რომ ყველა უპრობლემოდ გრძნობს თავს..
გუარდიოლასთან ყოველთვის მჭიდრო კავშირს ვგრძნობდი..
ერთხელ მან მითხრა: „მინდა, რომ 11 ნახევარმცველთან ერთად ვითამაშო. თქვენ ყველას შეგიძლიათ ნახოთ თამაში ხუთი ნაბიჯით წინ."
პეპთან ყველაზე რთული საუბარი მაშინ მქონდა, როდესაც ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი.. ერთადერთ, რაც შემეძლო მადლობის თქმა იყო. არა მხოლოდ ამ სეზონისთვის, ან ყველა ტიტულისთვის, არამედ იმისთვის, რომ პირველ რიგში აქ მომიყვანა..
აქ გადმოსვლამდე, „დორტმუნდში“ ტრავმა მივიღე და „სიტი“ ჩემზე უარის თქმას აპირებდა, მაგრამ პეპმა დამირეკა და მითხრა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა. ტრავმა არაფერს ცვლიდა.
წარმომიდგენია, რას ფიქრობდნენ გულშემატკივრები, როცა ეს წყნარი ბიჭი, სასაცილო სახელით, დიდი ფულით ჩამოვიდა აქ მანჩესტერში და პრეზენტაციაზე ყავარჯნებით კოჭლობდა..
ხო, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა..
აქ კოჭლობით მოვედი, მაგრამ მივდივარ ისე, თითქოს ღრუბლებში დავფრინავ..
ტრებლის მოგების და მანჩესტერში წვიმიან ამინდში აღლუმის შემდეგ ვფიქრობდი: „როგორ შეიძლებოდა ამაზე უკეთ გამოსულიყო? მეტი რისი მიღწევა შეიძლებოდა? როგორ შეიძლება რაიმე ამაზე სრულყოფილი დაიწეროს?
დარწმუნებული ვარ გუარდიოლას ჩემი გადაწყვეტილება ესმის. იცის, რომ მის საყვარელ კლუბში მივდივარ. იმედი მაქვს, მალე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადავეყრებით ერთმანეთს..
„სიტიში“ თამაშის დროს ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ სადმე გადავიდოდი ეს მხოლოდ „ბარსელონა“ იქნებოდა. ან ბარსა ან არაფერი!.. პატარაობიდანვე ვოცნებობდი „ბლაუგრანას“ მაისურის ჩაცმაზე. ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ და მინდა, რომ მათ იმ ადგილზე დაბრუნებაში დავეხმარო, სადაც უნდა იყვნენ..
ეს ასევე ჩემს ძველ მეგობართან ლევანდოვსკისთან შეხვედრა იქნება. მიხარია, რომ ჩავისთან ვითამაშებ. როდესაც ჩვენ პროექტზე ვისაუბრეთ ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მომეჩვენა..
ვიცი, რომ „ბარსელონაში“ დიდი ზეწოლა იქნება, მაგრამ მე მიყვარს ზეწოლა. მიყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მე არ ვეძებდი კარიერის გაგრძელების მარტივ გზას. ახალ გამოწვევას ვეძებდი!!
ვერ ვითმენ ისე მინდა ბარსას მაისურით თამაში, მაგრამ სანამ ეს მოხდება მინდა ბოლო სიტყვა „მანჩესტერ სიტიზე“ ვთქვა. მინდა პირდაპირ ვესაუბრო ყველა ჩემს თანაგუნდელს, პერსონალს და განსაკუთრებით გულშემატკივრებს..
უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ მე ყოველთვის „ქალაქელი“ ვიქნები. ამ კავშირს ვერაფერი გაწყვეტს. ეს არის სიყვარული უმაღლეს დონეზე..
მხოლოდ მადლობა შემიძლია ვთქვა..
ამ ოცნებით მწვრთნელების გამო ვცხოვრობდი, რომლებმაც ახალ დონეზე გადასასვლელად მიბიძგეს. ასევე თანაგუნდელების გამო, რომლებმაც ასეთ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი გასწირეს.. გულშემატკივრები, რომლებმაც ჩვენს მხარდასაჭერად ათასობით კილომეტრი გაიარეს..
დარწმუნებული ვარ, ბევრს ალბათ ახსოვს გოლები, პასები და ფინალი ამ წარმოუდგენელი ეპოქიდან. მაგრამ ცოტა განსხვავებულს ვითვალისწინებ..
დიახ, ფეხბურთი ზოგჯერ სენსაციური იყო..
მაგრამ ხალხი კიდევ უფრო უკეთესია..
მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მემახსოვრებით..
მადლობა ყველაფრისთვის..
პატივისცემით..“ - მე ილქაი გიუნდოგანი ვარ