ხვიჩა კვარაცხელია, მაურიციო სარი
Aa
Aa

ხვიჩა და იუვენტუსი | რატომ არ გაიფორმა ტურინულმა გრანდმა კვარა

ტურინის „იუვენტუსთან“ დაახლოებულმა კომენტატორმა, ფრანჩესკო ოპინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „ნაპოლიში“ გადასვლამდე, „კვარა“ რამდენიმე იტალიური კლუბის რადარზე იყო. ერთ-ერთი მათგანი „ბიანკონერი“ გახლდათ და ოპინიმ დაასახელა მიზეზი, რის გამოც, ტრანსფერი არ შედგა.

„იუვენტუსი ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებული იყო. რატომ არ გადავიდა მარცხენა გარემარბი ბებერი ქალბატონის რიგებში? სიმართლე ისაა, რომ მაშინ ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი იყო და იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩას გადაყვანა არ ისურვა“.

საინტერესოა, რომ ოპინის სიტყვები ეწინააღმდეგება Il Messaggero-ს მიერ, 2022 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ინფორმაციას. მაშინ, რომაულმა გაზეთმა დაწერა, რომ სარი კვარაცხელიას კარგად იცნობდა და მისი გაფორმებაც სურდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნეაპოლური მოდელი და ახალი კვარა - ჯუნტოლი იუვეში ინიშნება
ნეაპოლური მოდელი და ახალი კვარა - ჯუნტოლი იუვეში ინიშნება