სამედიცინო შემოწმება გაიარა | აბურჯანია ჰატაისპორში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთის სუპერლიგის გუნდ „ჰატაისპორში“ გააგრძელებს. ინფორმაცია თურქულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. გამოცდილმა ფეხბურთელმა „ჰატაისპორთან“ 2-წლაინი კონტრაქტი გააფორმა.
Daha önce Sevilla, CD Lugo ve Gil Vicente gibi takımlarda forma giyen tecrübeli orta saha oyuncusu Giorgi Aburjania, @AcibademSaglik Fulya Hastanesi'nde sağlık kontrolünden geçti.#AtakaşHatayspor pic.twitter.com/U9cv2h9ZUp
— Hatayspor (@Hatayspor_FK) July 3, 2023
საგულისხმოა, რომ აბურჯანია გუნდში საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი იქნება, რომელიც „ჰატაისპორის“ ფეხბურთელია და ბოლო პერიოდი „კარაგუმრუკში“ იჯარის წესით თამაშობდა, ამის მიზეზი კი თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა იყო, რის გამოც „ჰატაისპორმა“ სუპერლიგაში დროებით პაუზა აიღო, თუმცა ლიგაში ადგილი შეუნარჩუნდა.
ახალი სეზონიდან ლობჟანიძე და აბურჯანია „ჰატაისპორთან“ ერთად, ახალი სეზონიდან თურქეთის მთავარ ლიგაში იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია ბოლოს პორტუგალიური „ჟილ ვისენტეს“ ღირსებას იცავდა და კლუბში გატარებული ორი სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე 63 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლის გატანაც მოასწრო.