ოფიციალურად: გიორგი კვერნაძე ფროზინონეს ფეხბურთელია!
გიორგი კვერნაძე კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. რამდენიმე წუთის წინ, „ფროზინონემ“ ოფიციალურად დაადასტურა კლუბში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი.
გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 20 წლის შემტევი იტალიურ კლუბში თავდაპირველად იჯარის წესით ითამაშებს, თუმცა კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. ქართველმა ფეხბურთელმა დღესვე იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
???????? Giorgi Kvernadze è un nuovo calciatore del Frosinone Calcio
— Frosinone Calcio (@Frosinone1928) July 3, 2023
???????? Il georgiano arriva a titolo temporaneo con diritto di opzione
➡️ https://t.co/OawnvbI7tI pic.twitter.com/wJSVo5cksW
შეგახსენებთ, რომ კვერნაძე „საბურთალოს“ საკუთრებაა და 2023 წლის ზამთრიდან იჯარის წესით ბათუმის „დინამოში“ ირიცხებოდა.
რაც შეეხება „ფროზინონეს“, ეს გუნდი იტალიის სერია A-ში გასული სეზონის დასრულების შემდეგ აღზევდა.