მიქაუტაძე ტურინულ გრანდში? - ჯუნტოლი სამ ფორვარდზე ფიქრობს
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსის მომავალი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი გიორგი მიქაუტაძეზე დაკვირვებას აგრძელებს. უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ჯუნტოლის ექნება თუ არა ქართველის ტრანსფერზე რეალური მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა.
უდიდესი ალბათობით სერბი ცენტრფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი ტურინულ კლუბს დატოვებს. ჯუნტოლის მაღალი დონის ფორვარდის დამატება სურს და ერთ-ერთ ასეთ მოთამაშედ მიქაუტაძეც ესახება, თუმცა ნიკოლო შირას ინფორმაციით, ჯუნტოლის ასევე მოსწონს „ლილის“ ფორვარდი ჯონათან დევიდი და „ატალანტას“ თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი. არჩევანს მათ შორის გააკეთებს.
გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა. ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე, საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ფორვარდების გარდა კრისტიანო ჯუნტოლის სიაში მიუნხენის „ბაიერნის“ მაროკოელი მცველი ნუსაირ მაზრაუი და ბერლინის „უნიონის“ მცველი დანილო დუხი არიან.
შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ კრისტიანო ჯუნტოლიმ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა. მისი „იუვენტუსში“ დანიშვნა გადაწყვეტილია.