„მისგან ყველაზე მეტს ელის“ | რას მოითხოვს რუდი გარსია კვარასგან
იტალიური გაზეთის, IL Mattino-ს დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას სამომავლო გეგმებზეა საუბარი. IL Mattino-ს მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია გარსიას ფორმაციის გუნდის ვარსკვლავი იქნება და ცნობილია, ფრანგი სპეციალისტი მისგან რას მოითხოვს.
„ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომლისგანაც გარსია ყველაზე მეტს ელის. ქართველი შემტევი არის ვარსკვლავი, რომელიც მარადონაზე მომდევნო რამდენიმე ღამის განმავლობაში იკაშკაშებს. რუდის ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებიც რთულ მომენტებში განსხვავებას ქმნიან, ძალიან მოსწონს. გარსია ხვიჩას მოსთხოვს, ხარისხში მოუმატოს და აბსოლუტური მამოძრავებელი ძალა გახდეს“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.
გეტყვით იმასაც, რომ „ნაპოლი“ პირველ შეკრებას დიმაროში, 14-დან 25 ივლისამდე გაივლის. 28 ივლისს, „კვარა“ და კომპანია კასტელ დი სანგროში გადაინაცვლებენ და იქ 12 აგვისტომდე დარჩებიან. „პარტენოპეი“ ამხანაგურ მატჩებს გამართავს და ნეაპოლელთა მეტოქეების ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.