ჰამბურგი, ტიმ ვალტერი, საბა საზონოვი, მოსკოვის დინამო
Aa
Aa

საზონოვი ჰამბურგში? - მთავარმა მწვრთნელმა გუნდის პრობლემაზე ისაუბრა

„ჰამბურგის“ სპორტულმა დირექტორმა იონას ბოლდტმა განაცხადა, რომ დაცვის ხაზის გაძლიერება ახალი სეზონის დაწყებამდე კლუბის გეგმებში შედის. იდენტური შინაარსის კომენტარი „ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გააკეთა. მას ცხადია საბა საზონოვი არ უხსენებია, თუმცა გერმანული მედიის ინფორმაციით, „ჰამბურგს“ საბას დამატების დიდი სურვილი აქვს.

ტიმ ვალტერი Abendblatt-ს ესაუბრა: „დაცვის ხაზში უფრო მეტი სტაბილურობა გვჭირდება, რაც გასული სეზონის მეორე ნახევარში აშკარა იყო. შემადგენლობა უნდა გავაძლიეროთ“.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ „ჰამბურგმა“ ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელა, მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნილი ბილეფილდის „არმინიადან“ 25 წლის ცენტრალური მცველი გილერმო რამოსი დაიმატა.

შეგახსენებთ, Hamburger Abendblatt-ი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელზე, საბა საზონოვზე წერს. საზონოვით „ჰამბურგია“ დაინტერესებული და ავტორიტეტულ გაზეთს თუ დავუჯერებთ, კლუბებს შორის მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. Hamburger Abendblatt-ის მიხედვით, „როტოზენი“ საბას ხარისხში ბოლომდე დარწმუნებულია და მოსკოვის „დინამოსთან“ აქტიური კონტაქტი აქვს, თუმცა ასევე გერმანული მედიის ინფორმაციით, საბას მიმართ ინტერესი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე თამაშიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მისი იტალიაში გადაბარგების საკითხიც განიხილება.

21 წლის საბა საზონოვს მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები