ლუკა შონია
Aa
Aa

კიკბოქსინგი: ლუკა შონია ევროპული თამაშების გამარჯვებულია

ევროპულ თამაშებში, კიკბოქსინგში ლუკა შონია, რომელიც 75 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში უკრაინელი ტიმურ ბრიუკოვი დაამარცხა.

ლუკამ 1/4-ფინალში იტალიელი ანდრეა მარიო ნანი დაამარცხა (3:0), ნახევარფინალში კი პოლონელ იაკუბ პოკუშას მოუგო.

ევროპულ თამაშებში კიკბოქსინგში ზურაბ ივანიაძემ (86 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 1/4-ფინალში სლოვაკ სებასტიან ფაპსოს 3:0 მოუგო, ნახევარფინალური დაპირისპირება პოლონელ რობერტ კრასონთან დათმო.

ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. მედლები ძიუდოს ნაკრებმა (ოქრო), სანდრო ბაზაძემ (ოქრო), ზურაბ კინწურაშვილმა (ოქრო), ლუკა შონიამ (ოქრო), ლაშა გურულმა (ვერცხლი), ზაზა ნადირაძემ (ვერცხლი), ელენე ლოლაძემ (ბრინჯაო), გოგიტა არქანიამ (ბრინჯაო) და ზურაბ ივანიაძემ (ბრინჯაო) მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშები პოლონეთში იმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები