ლუკა შონია, ზურაბ ივანიაძე
Aa
Aa

შონია ფინალშია - ქართველი კიკბოქსიორის მეტოქე ცნობილია

ევროპულ თამაშებში, კიკბოქსინგში ლუკა შონია, რომელიც 75 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში გავიდა. 1/4-ფინალში იტალიელი ანდრეა მარიო ნანი დაამარცხა (3:0), ნახევარფინალში კი პოლონელ იაკუბ პოკუშას მოუგო და ფინალში უკრაინელ ტიმურ ბრიკოვს შეხვდება.

ევროპულ თამაშებში კიკბოქსინგში ზურაბ ივანიაძემ (86 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 1/4-ფინალში სლოვაკ სებასტიან ფაპსოს 3:0 მოუგო, ნახევარფინალური დაპირისპირება პოლონელ რობერტ კრასონთან დათმო.

ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. მედლები ძიუდოს ნაკრებმა (ოქრო), სანდრო ბაზაძემ (ოქრო), ზურაბ კინწურაშვილმა (ოქრო), ლაშა გურულმა (ვერცხლი), ზაზა ნადირაძემ (ვერცხლი), ელენე ლოლაძემ (ბრინჯაო), გოგიტა არქანიამ (ბრინჯაო) და ზურაბ ივანიაძემ  მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშები პოლონეთში იმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები