„გაგუა იქით დაარტყამს“ - ისრაელის მეკარემ იცოდა ვინ როგორ დაარტყამდა
საქართველო ისრაელის დრამატული მატჩის შემდეგ, ისრაელის მედიამ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
გამოცემა Sport5.co.il-ი მათ მეკარეზე დანიელ პერეცზე წერს, რომელიც პენალტების სერიაში გმირი გახდა.
წყაროს ცნობით, სამწვრთნელო სტაფმა მას წინასწარ მომზადებული ინფორმაცია მიაწოდა, ქართველი ფეხბურთელებიდან ვინ საით დაარტყამდა.
„მან ეს კიდევ ერთხელ გააკეთა. დანიელ პერეცმა გუნდს ირლანდიასთან პენალტების სერია მოაგებინა და ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ამ შეხვედრის შემდეგ, მან ჩანაწერი აჩვენა, თუ რომელი მოთამაშე საით დაარტყამდა პენალტს.
მან ეს საქართველოსთან შეხვედრის შემდეგაც გააკეთა. მოგერიებული პენალტისას (გაგუას დარტყმა) პერეცი სწორედ მარჯვნივ გადახტა. ფურცელზეც სწორედ ასე ეწერა“.
- წერს ისრაელის გამოცემა.
სხვათა შორის, დანიელ პერეცმა ამავე ჩემპიონატის ჯგუფურის პირველ ტურში გერმანიასთან მატჩისას ორი პენალტი მოიგერია. შეგიძლია, ეს ვიდეოც აქვე, აბზაცს ქვემოთ ნახო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის 1/4 ფინალური მატჩის 120 წუთი 0:0 დასრულდა. გამარჯვებული კი პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც ისრაელმა 4:3 მოიგო.