ოლიმპიადა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ეს ერთადერთი გზაა - რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველო ოლიმპიადაზე

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველო-ისრაელის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრები 3:4 დამარცხდა, ისრაელის ნაკრებმა 4 დარტყმიდან ყველა ანგარიშში ასახა, საქართველოს ნაკრებმა 5 პენალტიდან მხოლოდ 3 შეაგდო.

რაც შეეხება ოლიმპიადის საგზურს, საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე თამაშის შანსი კვლავ აქვს:

ინგლისს ოლიმპიადაზე თამაშის უფლება არ აქვს, საფრანგეთი კი ოლიმპიადის მასპინძელია. თუ ნახევარფინალში ერთდროულად საფრანგეთიც გავა და ინგლისიც, ოლიმპიური საგზურისთვის დამატებითი მატჩი მეოთხედფინალში დამარცხებულ საუკეთესო გუნდებს შორის შედგება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი საქართველოს ნაკრების თამაში ოლიმპიადაზე. მეოთხედფინალში საუკეთესო ორი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირებული შედეგით გამოვლინდება, ოლიმპიადის საგზურისთვის საქართველო უკრაინას შეხვდება.

საქართველომ ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, უკრაინა კი 7 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ლიდერ ესპანეთს მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩამორჩა, ესპანეთის ანგარიშზეც 7 ქულა იყო. ესპანეთმა მეოთხედფინალში შვეიცარია 2:1 დაამარცხა. შვეიცარია ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ასე რომ შვეიცარიის ნაკრები ოლიმპიადისთვის ვერ იბრძოლებს.

1/4-ფინალში საფრანგეთი პორტუგალიას შეხვდება, საფრანგეთი - უკრაინას. ორივე მატჩი 2 ივლისს გაიმართება.

თუ საფრანგეთი-ინგლისიდან ნახევარფინალში მხოლოდ ერთი ნაკრები გავა, ოლიმპიადაზე დანარჩენი 3 ნახევარფინალისტი მოხვდება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს.

თუ ნახევარფინალში საფრანგეთი და ინგლისი ვერ გავლენ, მე-3 ადგილისთვის მატჩი უნდა შედგეს. მატჩი ნახევარფინალში დამარცხებულებს შორის გაიმართება. ცხადია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ასეთ შემთხვევაში ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები