საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, საბა ხვადაგიანი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

ხვადაგიანი: „ბოდიში ბიჭებსა და ხალხს, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ“

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველო-ისრაელის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრები 3:4 დამარცხდა, ისრაელის ნაკრებმა 4 დარტყმიდან ყველა ანგარიშში ასახა, საქართველოს ნაკრებმა 5 პენალტიდან მხოლოდ 3 შეაგდო.

პენალტების სერია: აზაროვი 1:0, კოენი 1:1, დავითაშვილი 2:1, განდელმანი 2:2, გაგუა 2:2 (მეკარემ აუღო), ჰალაილი 2:3, მოისწრაფიშვილი 3:3, გლუხი 3:4, ხვადაგიანი 3:4 (ბურთი ძელს გაარტყა).

ბოლო პენალტი საბა ხვადაგიანმა შეასრულა, ბურთი ძელს მოარტყა და ისრაელი 1/2-ფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ საბამ Instagram-ში პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„უპირველესად, მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს, ძალიან ბევრი გააკეთეს. მადლობა ამისთვის იმ უამრავ გულშემატკივარს, რომლებთან ერთად წარმოუდგენელი დღეები გავატარეთ.  თქვენს გარეშე და ჩვენი ერთიანობის გარეშე ამდენს ვერ გავაკეთებდით. ბოდიში, ჩემს ბიჭებსა და ხალხს. ყველაზე რთული დღე მაქვს, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ყველას“.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები