ოთარ ადეიშვილი
Aa
Aa

„ღმერთო, საოცარი შეგრძნებაა“ - ადეიშვილი ევროპის ჩემპიონია

თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა შორის ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე ოთარ ადეიშვილმა (79 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა.ამ ტურნირზე გასულ წელს ადეიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამჯერად კი ფინალში გერმანელ მეტოქეს, გრეგორ აიგენბროდტს აჯობა ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

ამ წარმატების შემდეგ ოთარ ადეიშვილი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურს ესაუბრა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ოთარ ადეიშვილმა ლიეტუველი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ ნახევარფინალში თურქი ოვეჩის ბარიერი დაძლია და ფინალში გავიდა.

ამავე ტურნირზე თორნიკე სამხარაძე (86 კგ) და გიორგი რომელაშვილი (92 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ, ნიკა ფანცულაიამ (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გოგა ოთინაშვილმა კი - ვერცხლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები