საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

UEFA: ქართველებმა 4-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით უნდა იამაყონ“

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველომ ისრაელს უმასპინძლა და სამწუხაროდ პენალტების სერიაში 3:4 დამარცხდა. ძირითადი და დამატებითი დრო კი 0:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, Uefa.Com-მა საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.

რას წერს UEFA?

„საქართველო 2006 წლის შემდეგ, პირველი დებიუტანტი ქვეყანაა, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა. მათ დღეს სარეკორდო მაყურებლის წინაშე ბოლო სპექტაკლი ითამაშეს. ქართველებმა ამ 4-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით უნდა იამაყონ. წაგების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრები საკუთარ ფეხბურთელებს განსაკუთრებული ძალისხმევით ამხნევებდნენ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად იმყოფებოდა. რამაზ სვანაძის შეგირდები სიკვდილის ჯგუფიდან გავიდნენ, სადაც საქართველოსთან ერთად პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებები იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექვაბიშვილი: „საქართველო გავაერთიანეთ, ეს ლატარეაა, არ გაგვიმართლა“
მექვაბიშვილი: „საქართველო გავაერთიანეთ, ეს ლატარეაა, არ გაგვიმართლა“