ლუზონი: “ნახევარფინალში ყოფნა დავიმსახურეთ“
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველომ ისრაელს უმასპინძლა და სამწუხაროდ პენალტების სერიაში 3:4 დამარცხდა. ძირითადი და დამატებითი დრო კი 0:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა კომენტარი გააკეთა.
ლუზონი:
„ასეთ მატჩში უნდა აჩვენო ნდობა და ერთგულება. ეს ყველაფერი მოთამაშეებს შორის უნდა ხდებოდეს. ჩვენ ეს ყველას ვაჩვენეთ! თვისებები პირველ ტაიმში და ხასიათი მეორეში. ასე რომ, მე მჯერა, რომ ნახევარფინალში ყოფნა დავიმსახურეთ და ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ.
თამაშის დაწყებამდე, თითოეულმა ჩვენგანმა ოჯახებიდან შეტყობინებები მივიღეთ. სასტუმროს ნომერში ძალიან ემოციური ვიყავი და ბევრი ვიტირე. ამ ყველაფერმა კი დღეს სიმშვიდის და თავდაჯერებულობის გრძნობა გამიჩინა. მჯერა, რომ ამ შეტყობინებებმა დღეს თამაშის მოგების ძალა მოგვცა.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად იმყოფებოდა. რამაზ სვანაძის შეგირდები სიკვდილის ჯგუფიდან გავიდნენ, სადაც საქართველოსთან ერთად პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებები იმყოფებოდნენ.