საქართველოს ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია
ევროპულ თამაშებში, ძიუდოში, საქართველოს ნაკრებმა ფინალში გერმანია 4:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. საჩემპიონო შეხვედრაში გამარჯვებები ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73), გურამ თუშიშვილმა (+90) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57) მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში იტალია 4:3 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა გენარო პირელის მოუგო. საქართველოს ნაკრების მხრიდან შეხვედრებში სოფიო სომხიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლაშა ბექაურმა გაიმარჯვეს, ხოლო ეთერ ასკილაშვილის და ეთერ ლიპარტელიანმა წარუმატებლად იასპარეზეს. გურამ თუშიშვილმა ერთი შეხვედრა მოიგო, ერთი კი - დათმო.
საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე განვლილ გზაზე ხორვატია და თურქეთი იდენტური ანგარიშით დაამარცხა (4:1), რასაც ნახევარფინალში იტალიასთან გამარჯვება მოჰყვა (4:3).