გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, სოფიო სომხიშვილი
Aa
Aa

ევროპული თამაშები: საქართველომ თურქეთი დაამარცხა და 1/2-ფინალშია

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ძიუდოში გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვისა და ხორვატიასთან 4:1 მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში თურქეთიც დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა თურქებსაც 4:1 მოუგეს.

თავის ოპონენტებს აჯობეს ლაშა ბექაურმა (-90), გურამ თუშიშვილმა (+90), ეთერ ლიპარტელიანმა (-57) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73).

იტალიელებთან საკუთარი დაპირისპირება მხოლოდ სოფიო სომხიშვილმა (+70) დათმო.

ევროპული თამაშების ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე იტალია იქნება.

საქართველოს მომდევნო მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება. შეხვედრები 12:00 საათიდან მიმდინარეობს. ფინალური ბლოკი კი 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ლეგენდა ილიას აქებს: „მალე ქამრისთვის იჩხუბებს“
UFC-ის ლეგენდა ილიას აქებს: „მალე ქამრისთვის იჩხუბებს“